ტორონტოს
ერთ-ერთ მდინარეში ნაპოვნი ადამიანის კიდურები და თავი, როგორც გაირკვა, 41 წლის
ჩინელ გუან ხუა ლიუს ეკუთვნის.
პოლიციამ
მდინარეში ჯერ მოკვეთილი ფეხი და თავი, შემდეგ კი სხვა კიდურები და ადამიანის
სხეულის ნაწილებიც იპოვა.
„ასოშეითედ
პრესის“ ცნობით, გაირკვა, რომ სხეულის ნაწილები ჩინური წარმოშობის მოქალაქეს
ეკუთვნის. ის სპა-სალონის მესაკუთრე იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიხურა. ქალს
სამი ბავშვი დარჩა, რომლებსაც მარტო ზრდიდა.
პოლიციის
მონაცემებით, ლიუ უკანასკნელად ცოცხალი 10 აგვისტოს ნახეს. ახლა სამართალდამცველები არკვევენ, ვის და რატომ უნდა მოეკლა იგი.
ასეთი ფაქტი
ბოლო პერიოდში კანადაში პირველი არ არის. ერთი თვის წინ კვებეკის პროვინციაში
ერთ-ერთ პარკში მოკვეთილი თავი იპოვეს, რომელიც ჩინელ სტუდენტს ცზიუნ ლინიუს
ეკუთვნოდა. ის, პოლიციის ვერსიით, პორნომსახიობმა ლუკოი მაგნოტომ მოკლა, რომელმაც
ამის შემდეგ შემდეგ მკვლელობისა და სხეულის დანაწევრების სცენა ინტერნეტშიც დადო.
სტუდენტი,
სავარაუდოდ, მაისის ბოლოს მოკლეს. მისი ფეხები და ხელები საფოსტო გზავნილებით
პარლამენტსა და ვანკუვერის ორ სკოლაში გაგზავნეს, ტანი კი ნაგვის გროვაში ჩააგდეს.
მსხვერპლის თავს პოლიცია კარგა ხანს ეძებდა.
მაგნოტო 4
ივნისს ბერლინში დააკავეს, რის შემდეგაც ის მონრეალში იქნა ექსტრადირებული. მან
ჩინელი სტუდენტის მკვლელობა უარყო. ამ საქმის მოსმენა სასამართლოში მომავალი წლის
მარტიდან დაიწყება.
internet.ge