GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ტიმოშენკო მაიკლ ჯექსონის გარდაცვალებასთან მისი კავშირის შესწავლას ითხოვს
15:55 09.04.2012
დღის სიახლეები

პატიმრობაში მყოფი უკრაინის ექს-პრემიერის მომხრეები, პროკურატურას ტიმოშენკოს კენედის მკვლელობასთან კავშირის, თავად ტიმოშენკო კი მაიკლ ჯექსონის სიკვდილთან მისი კავშირის შესწავლას სთავაზობს. ასეთი პასუხი გასცა ტიმოშენკომ უკრაინის პროკურატურის განცხადებას იმის შესახებ, რომ ყოფილი პრემიერი ბიზნესმენ ევგენი შერბანის და კიდევ ორი ადამიანის მკვლელობასთან არის კავშირში.

„როდესაც იანუკოვიჩმა გასცა დავალება, დაწყებულიყო ჩემს მიმართ პოლიტიკური რეპრესიები, მე ვიხუმრე, რომ მალე მკვლელობაშიც დამადანაშაულებდნენ. ახლა ჩემი ხუმრობა რეალობად იქცა“ - წერს ტიმოშენკო განცხადებაში, რომელიც პარტია „ბატივშინას“ საიტზე გამოქვეყნდა.

„შეიძლებოდა დავედანაშაულებინე მაიკლ ჯექსონის ან უიტნი ჰიუსტონის დაღუპვაში, რადგან ასეთი წესები აქვს დიქტატურას: ის სასაცილოა და ამასთანავე, საშიშია. სულ უფრო და უფრო ცოტა ადამიანი იცინის უკვე დიქტატორზე, რადგან ეს ცრემლნარევი სიცილია. ჩემი შერბანის საქმესთან უაზრო დაკავშირება - აბსურდია“ - აცხადებს ტიმოშენკო.

რეგიონების პარტიიდან დღეს ტიმოშენკოს მიმართ ახალი „ბრალდება“ გაისმა. პრემიერი ძალიან ბევრს მუშაობდა და კოკაინს ყნოსავდა - განაცხადა დეპუტატმა იური ბოლდირევმა.

„ის რომ დაავადებულია, ეჭვი არაა. დიდი ხანია 20 წლის აღარ არის. გარდა ამისა, მან ასეთი სტრესები გადაიტანა - იყო პრემიერ-მინისტრი. მინისტრთა კაბინეტის წევრებისგან მსმენია, რომ ის ძალიან ბევრს მუშაობდა. თან მუშაობდა მრავალი წლის მანძილზე, რომ აღარ ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ის კოკაინს ყნოსავდა, რაც ჯანმრთელობას ნამდვილად არ შეჰმატებდა“ - განაცხადა ბოლდირევმა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ჩიტო გოიევის სასარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა1
ტიმოშენკო მაიკლ ჯექსონის გარდაცვალებასთან მისი კავშირის შესწავლას ითხოვს2
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“3
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა4
ფორბს საქართველოს მიხედვით ჰიპერმარკეტი „გორგია“სამშენებლო-სარემონტო მასალების სფეროს უპირობო ლიდერია.5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X