მოსკოვის პოლკიციამ დააკავა ტაჯიკეთის მოქალაქე, რომელიც თავის ქვეყანაში მკვლელობის გამო საერთაშორისო ძებნაში იყო, სამართალდამცავთა ინფორმაციით, ის, იმავდროულად, ტერორისტული ორგანიზაცია თურქესტანის ისლამური მოძრაობის წევრიც არის.
როგორც რუსული მედია იუწყება, 30 წლის მამაკაცი ადრე რუსეთშიც იყო დაკავებული, საიდანაც მისი ექსტრადირება მოხდა სამშობლოში, მაგრამ ძებნილი, ყალბი დოკუმენტების საშუალებით, მაინც დაბრუნდა მოსკოვში.
თურქესტანის ისლამური მოძრაობა რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის ცნობილი. ის აკრძალულია ევროპულ სახელმწიფოებშიც, შუა აზიასა და აშშ-შიც.
Internet.ge