რუსეთის სამხედრო ბაზის არტილერისტები აფხაზეთში წვრთნას გადიან და მთიან ტერიტორიაზე მიზნის განადგურებაში ვარჯიშობენ. წვრთნა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს – წერს ‘’აპსნიპრესი".
რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრეს-სამსახური იუწყება, რომ სწავლება მცირე საარტილერიო პოლიგონზე მიმდინარეობს, რომელიც თანამედროვე საიმიტაციო საშუალებებითაა აღჭურვილი და სიტუაცია მაქსიმალურად ჰგავს რეალურს.
მთლიანობაში, სწავლების საზაფხულო პერიოდში საარტილერიო ქვედანაყოფები წვრთნაში 800 სასწავლო საათს გაატარებენ, აქედან ნახევარი ღამის პირობებში ჩატარდება.
სექტემბრის დასაწყისში კი არტილერისტები აფხაზეთიდან კრასნოდარის მხარეში გადავლენ, სადაც სწავლების დასკვნითი ეტაპი – ტაქტიკური წრთვნა სროლით ჩატარდება.
Internet.ge