რუსეთის სამხედრო ბაზის მზვერავებმა სანავიგაციო სისტემა `გლონასის~ გამოყენებაში ივარჯიშეს.
წაბალის მაღალმთიან სასწავლო კომპლექსში ბაზის სადაზვერვო ქვედანაყოფის საველე შეკრება დასრულდა. ერთი თვის განმავლობაში სამხედროები მტრის ზურგში, ძირითადი ჯარებისგან მოწყვეტილად მოქმედებაში ვარჯიშობდნენ.
წრთვნისას გამოყენებულ იქნა კონტროლისა და ნავიგაციის თანამედროვე ტოპოგრაფიული სისტემა, ასევე კავშირისა და თვალთვალის საშუალებები.
განსაკუთრებული ყურადღება კავშირის გადასატანი კომპლექსის `სტრელეცის~ გამოყენებას ექცეოდა, რომელიც სისტემა `გლონასით~ კოორდინატების გადაცემის საშუალებას იძლევა.
მზვერავები ასევე ადგილზე და მოძრაობაში ტყვიამფრქვევ НСВТ-დან სროლაში მეცადინეობდნენ, რომელიც დაჯავშნულ სადაზვერვო მანქანებზე - `დოზორზეა~ დამონტაჟებული.
ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური ავრცელებს.
internet.ge