სომხეთი მზად არის შესაბამის დონეზე ჩაატაროს სამხედრო სწავლება „ურთიერთქმედება 2012“, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ფარგლებში სომხეთის ტერიტორიაზე ტარდება.სწავლება 15-19 სექტემბერს გაიმართება.
მისი მთავარი ამოცანა იქნება ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სამხედრო ძალების გაერთიანებული დაჯგუფების მიერ პირობითი მოწინააღმდეგის მოგერიება და კონტრშეტევაზე გადასვლა.