აზერბაიჯანის
შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, რომელიც 13 ივლისს სომხური
პოზიციებიდან სნაიპერმა დაჭრა, გარდაიცვალა - იუწყება „ინტერფაქსი“ აზერბაიჯანის
თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
რ. ჯაფაროვი 19 წლის იყო.
ინტენსიური მკურნალობის
მიუხედავად, აზერბაიჯანის სამხედრო ძალების მთავარი კლინიკური ჰოსპიტალის ექიმებმა
მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ჯაფაროვს უმძიმესი ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული.
Internet.ge