ირანის ბირთვულ
ობიექტებზე სამხედრო თავდასხმას ათი ათასი ადამიანის
სიცოცხლე შეეწირება, ამის შესახებ ჰინკლის პოლიტიკის ინსტიტუტი თავის ანგარიშში წერს - იუწყება „რადიო თავისუფლება“.
დოკუმენტის თანახმად, რომლის სახელწოდებაცაა „აიათოლას ბირთვული
თამაში“, თავდასხმას, ობიექტების ათასობით თანამშრომლის
დახოცვასთან ერთად, ეკოლოგიური კატასტროფაც
მოჰყვება,
რადგან მოხდება დიდი რაოდენობის ქიმიური და ბირთვული ნივთიერების გარეთ გამოჟონვა,
რაც ათასობით ადამიანის მოწამვლას
გამოიწვევს.
ისრაელის
პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ სულ უფრო ხშირად
ლაპარაკობს ირანზე სამხედრო დარტყმის შესახებ, რათა შეაჩერონ ეს ქვეყანა, შექმნას ბირთვული იარაღი. დასავლეთის
ქვეყნები ვარაუდობენ, რომ თეირანი ატომური იარაღის განვითარებას ცდილობს, ირანი კი
კატეგორულად
უარყოფს ამ ფაქტს.
Internet.ge