რუსეთის სამხედრო პროკურატურა თავისი ვერტმფრენის არასანქცირებული დაშვების ფაქტზე მოკვლევას ატარებს
რუსეთის სამხედრო პროკურატურა იძიებს, რატომ დაფრინდა რუსული ვერმფრენი ქართული მხარის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე – ცხინვალის სიახლოვეს.
- მოკვლევა ტარდება რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვერტმფრენის საქართველოს ტერიოტორიაზე არასანქცირებული დაშვების ფაქტზე - იუწყება რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ ეს იძულებითი დაფრენა იყო, რადგან ვერტმფრენს სანავიგაციო აღჭურვილობის პრობლემა შეექმნა.
ამასთან, სამინისტრო აღნიშნავს, რომ როგორც კი რუსი მფრინავები მიხვდნენ, რომ ქართული მხარის ტერიტორიაზე იყვნენ, მაშინვე დატოვეს ადგილი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად გააპროტესტა აღნიშნული ფაქტი. უწყება რუსული ვერტმფრენის შემოჭრას პროვოკაციად აფასებს.
internet.ge