რუსი სამხედრო ექსპერტი
პაველ ფელგენგაუერი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი თავს დაესხას საქართველოს.
მან სამხედრო წრთვნა
„კავკაზ 2012“-ზე საუბრისას განაცხადა, რომ წრთვნის ოფიციალურად დეკლარირებული
მიზანი - სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოებისათვის სამზადისი, ეჭვს იწვევს.
ფელგენგაუერის
განცხადებით, ამ სწავლებას არანაირი საერთო არ აქვს სოჭის ოლიმპიადასთან.
როგორც ტელეკომპანია
„პიკ“-ს ექსპერტმა განუცხადა, წრთვნის სცენარი გულისხმობს რუსეთის ჯარების მიერ
საზღვაო დესანტის მოგერიებას. მანევრები კი საკმაოდ გასაიდუმლოებულია.
ის
სწავლების პროცესის გაუმჭვირვალობაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ „კავკაზ 2012“
არა ოლიმპიადას, არამედ კავკასიაში ფართომასშტაბიანი კონფლიქტისთვის მზადებას უფრო
ჰგავს, „რომელიც შეიძლება დაიწყოს, როგორც კონფლიქტი, ვთქვათ, რუსეთსა და
საქართველოს შორის, ან კიდევ რაიმე სხვა კონფლიქტი ამიერკავკასიაში. რუსეთის
ჩარევის შემდეგ კი შეიძლება მოხდეს ესკალაცია და მასში ჩაერთონ დასავლეთის
ქვეყნები აშშ-ის მეთაურობით“ - განაცხადა
ექსპერტმა.
მან
ისიც აღნიშნა, რომ რუსეთისათვის საქართველოს ნატოში შესვლა აბსოლუტურად მიუღებელია.
ფელგენგაუერის
პროგნოზით, საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის განახლება უკვე ახლავეა
მოსალოდნელი, უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში.
„თუ
ეს არ მოხდება ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, მაშინ შემდგომი შესაძლებლობა მაისში
იქნება“ - განაცხადა მან.
internet.ge