ფორუმზე „გლობალური
უსაფრთხოება-2012“, ცნობილმა პოლიტოლოგმა
და აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ნაციონალური უშიშროების საკითხებში, ზბიგნევ ბჟეზინსკიმ, განაცხადა, რომ თუ ისრაელი შეუტევს
ირანს, შესაძლოა, თეირანმა სიტუაციის დესტაბილიზება მოახდინოს ერაყში.
ამ სიტუაციაში წარმოიქმნება ირანსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის
საფრთხეც, ხოლო რუსეთი ისარგებლებს სიტუაციით და ომს დაიწყებს საქართველოს
წინააღმდეგ, რათა არსებული ხელისუფლება შეცვალოს.
„ირანის კრიზისის
დაწყების გარეშე ამის ალბათობა არც ისე დიდია, მაგრამ კრიზისის შემთხვევაში, ეს
ალბათობა იზრდება “ - განაცხადა ბჟეზინსკიმ.
თუმცა ზოგიერთი
ამერიკელი ანალიტიკოსი რუსეთის საქართველოზე თავდასხმის მიზეზს ვერ ხედავს. ყოფილი
დიპლომატი და სამხედრო დეილ ერსპრინგი ამბობს, რომ რუსეთი, უბრალოდ, ფეხს იმაგრებს
აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამასთან,
მისი თქმით, თუ ახლო აღმოსავლეთში მასშტაბური ომი დაიწყება, რუსეთის მორიგი შეჭრა
საქართველოში სრულიად გაანადგურებს რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს.
internet.ge