GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სამხედრო
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კოდორის ხეობაში რუსი ოკუპანტები უკონტაქტო ნაღმმძებნ - „Коршун“-ს ცდიან
17:53 18.10.2012
დღის სიახლეები

აფხაზეთში რუსი ოკუპანტები უკონტაქტო ნაღმმძებნის „Коршун“-ის ათვისების მიზნით პრაქტიკას გადიან. საინჟინრო-სასანგრე დანაყოფების სწავლებები საქართველოს ოკუპირებული რეგიონის კოდორის ხეობის სოფელ წებელდასთან ახლოს მიმდინარეობს.

„Коршун“-ის შესაძლებლობებს და გამოყენების წესებს ოცდაათზე მეტი სამხედრო მოსამსახურე სწავლობს - აცნობა ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის წარმომადგენელმა. სწავლებებში ასევე ჩართულია ათამდე სპეციალური ტექნიკა.

საუბარია ველების დანაღმვის უნარ–ჩვევების გაუმჯობესებაზე და დანაღმული ველების მართვაზე, ადგილების საინჟინრო დაზვერვაზე, ასაფეთქებელი მოწყობილობების განადგურებაზე საჭირო მოქმედებების გამომუშავებაზე და ა.შ. საველე მეცადინეობები კვირის ბოლომდე გასტანს, მათი ნახევარზე მეტი ღამის საათებში ჩატარდება.

ტექნიკური დოკუმენტების მიხედვით, ნაღმსაძიებელი „Коршун“ მნიშვნელოვნად აღემატება რუსეთის ჯარებიას შეიარაღებაში არსებულ თავის ანალოგებს. მას შეუძლია ასაფეთქებელი მოწყობილობების სხვადასვა სახის წინაღობის მიღმა აღმოჩენა: ბეტონისა და აგურის კედლების უკან, ეკლის მავთულისა და მეტალის ბადის მიღმა, გზების ასფალტისა და ბეტონის საფარების ქვეშ. 30 მეტრის რადიუსში გააჩნია მართვადი ნაღმებისა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენის შესაძლებლობები. ობიექტის ძებნის სისწრაფე 40-50 - ჯერ აღემატება მეტალოდეტექტორების ანალოგიურ მაჩვენებლებს.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ვინ დაიკავებს ლევან ბეჟაშვილის თანამდებობას უცნობია1
პარლამენტის სერვერები იუსტიციის სახლშია განთავსებული2
ბიძინა ივანიშვილი: პარტიების დაფინანსების სისტემა შეიცვლება3
ენერგეტიკის მინისტრის პოსტი კოალიციამ მამუკა ნიკოლაიშვილს შესთავაზა4
ქარხნის აფეთქების შედეგად 42 ადამიანი გარდაიცვალა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X