ცხინვალის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ ოსურ ბატალიონში დამატებითი მიღება გამოაცხადა
ცხინვალის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ დამატებითი მიღება გამოაცხადა ოსურ
ბატალიონში, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზის შემადგენლობაშია.
ე.წ. მინისტრის ვალერი იახნოვეცის თქმით, ასეთი ნაბიჯი განპირობებულია სამუშაო ადგილების სიმრავლით. ჯარისკაცებს იმავე რაოდენობის ხელფასს გადაუხდიან, რასაც რუსი სამხედროები იღებენ.
ახალგაზრდების მოზიდვას სხვადასხვა სოციალური შეღავათებითაც აპირებენ, რომელიც რუსულ კანონმდებლობაშია გაწერილი.
თუმცა, ჯერჯერობით, ოსურ ბატალიონში სამსახურს ადგილობრივი ახალგაზრდობა, როგორც ჩანს, არ ჩქარობს, ამაზე სწორედ იახნოვეცის მიერ გაცხადებული სამუშაო ადგილების სიმრავლეც მეტყველებს, წერს ადგილობრივი მედია.
Internet.ge