GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სამხედრო
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ირაკლი ალასანია: საერთაშორისო ოპერაციებში ჩვენი თანამონაწილეობა გაგრძელდება
16:14 23.10.2012
დღის სიახლეები

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ყველა თავდაცვითი ვალდებულება ზედმიწევნით იქნება შესრულებული, კადრების მომზადებასა და საფინანსო დისციპლინის დამყარებას კი, უწყებაში დიდი ყურადღება დაეთმობა.

ამის შესახებ განცხადება ალასანიამ დღეს, პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

ალასანიას ინფორმაციით, ათეულობით მილიონი იყო დახარჯული, ყველანაირი აღრიცხვის გარეშე და ეს საქმე შესაწავლილი იქნება შესაბამისი ორგანოების მიერ. მისივე თქმით, ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მემკვიდრეობა დახვდათ მათ უწყებაში, დანიშვნის შემდეგ წარმოადგენს.

„ვინც თავში გაიელვებს, რომ საქართველოს თავს დაესხას, მას უნდა შევუქმნათ ისეთი დანაკლისი, რომ სამხედრო აგრესიის დაწყებას მათივე მხრიდან შესაძლებლობა არ ჰქონდეს. მთავარი აქცენტი გადატანილი იქნება სწრაფი მობილური სპეციალური დანიშნულების ძალების კიდევ უფრო ღრმად გაწვრთნაზე და მათი შესაძლებლობების გაზრდაზე“,- განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

ალასანიას თქმით, ახალი მთავრობისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემები ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება.

„აუცილებელია ქვეყანას საჰაერო სისტემა ჰქონდეს. ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული შეიარაღებული ძალების მხრიდან კონტრტერორისტული ღონისძიებების ჩასატარებლად. ჩვენი თანამონაწილეობა საერთაშორისო ოპერაციებში, როგორც ავღანეთის მისიაში, ისევე ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში გაგრძელდება. ვფიქრობთ, რომ ეს კიდევ უფრო მეტ პროფესიონალიზმს აძლევს სამხედროებს, კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს თავდაცვის უნარიანობას. ბუნებრივია მისია, რომელიც აიღო ჩვენმა მხარემ ბოლომდე იქნება ქვეყნის მიერ შესრულებული და ამის შემდეგ დავიწყებთ ფიქრს, თუ როდის დაუბრუნდებიან ჩვენი ბიჭები სამშობლოს“,- განაცხადა ალასანიამ.

მისივე განცხადებით,  მთავარი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან სამხედრო სფეროში გაგრძელდება. ალასანია იმედს გამოთქვამს, რომ სამხედრო ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობა გაღრმავდება და დაიწყება შეიარაღების გადმოცემა და შესყიდვა.

„თავდაცვის სამინისტროში გამჯდარი იყო უპასუხისმგებლობა, სამოქალაქო კონტროლი არ იყო და სამხედროების მიმართ ღირსების შემლახველი შემთხვევები არსებობდა. ჩვენი მიზანი, ჯარისკაცისთვის შეიქმნას ყველა შესაძლებლობა, სოციალური დაცვა, რომ მან შეასრულოს მნიშვნელოვანი მისია“,- განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

ალასანია გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქვეყნაში არაფორმალური რეზერვი იქმნებოდა კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. „სამხედრო რეზერვი იქნებოდა არასწორად და ამაზე მე პრევენციული განცხადება გავაკეთე. ეს ჯგუფები შეიქმნა ერთადერთი მიზეზით, რომ დაძაბულობის შემთხვევაში ეს ადამიანები გამოეყენებინათ. კითხვაზე თუ რას ვუპირებთ მათ, პასუხი არის რომ ეს ადამაინები გადანაწილდნენ შსს-ში და  თავდაცვაში. გვინდა, რომ ეს ადამიანები შეიარაღებულ ძალებს დავუბრუნოთ, თავდაცვის უნარიანობის სამსახურს, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ლეგალურად. ასეთი ჯგუფების ჩამოყალიბებისთვის კი, ნაღდი ფული იხარჯებოდა და მნიშვნელოვანია მოვაწესრიგით არანორმალური ვითარება“,- განაცხადა ალასანიამ.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი მთავრობა დამტკიცდა1
დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდება2
ირაკლი ალასანია: საერთაშორისო ოპერაციებში ჩვენი თანამონაწილეობა გაგრძელდება3
უცნაური მუტაციის გამო 3 წლის ბავშვი 2,5 კილოგრამს იწონის (VIDEO)4
ბიძინა ივანიშვილის მინისტრთა კაბინეტის სავარაუდო შემადგენლობა ცნობილია5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X