პარლამენტის ვიცე–სპიკერი,
გიგი
წერეთელი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.
როგორც
"ინტერნეტ.ჯი"–ს წერეთლის აპარატიდან აცნობეს, ვიცე–სპიკერმა აღნიშნა, რომ ეუთოს არაერთი რეზოლუციის მიუხედავად, რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს.
მისი
თქმით, პირიქით,
მიმდინარეობს
აქტიური მილიტარიზაცია და მზადება ე.წ.
სამხედრო წვრთნებისათვის „კავკასია 2012“,
რასაც უდავოდ აქვს დაშინების მიზანი და რაიმე სახის პროვოკაციის საფუძველი.
„საქართველოს მხრიდან გადადგმულ გარკვეულ ნაბიჯებზე, რაც ეხებოდა მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას, ან რუსეთის მოქალაქეებისათვის
სავიზო რეჟიმის გამარტივებას, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან კიდევ უფრო აგრესიული განცხადებები და არაადექვატური რეაქციები
მოჰყვა.
ასევე გასათვალისწინებელია
რუსეთის აშკარად გამოხატული ინტერესი საქართველოში შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რაზეც მათი მხრიდან საჯარო განცხადებებიც კეთდება და მნიშვნელოვანია,
რომ ეს საკითხები ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების მიღმა
არ
დარჩეს“, –
დასძინა მან.
internet.ge