საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდალი იმყოფებოდა
19:17 23.03.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით, აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი დენის ჰეილიკი იმყოფებოდა. გენერალ-ლეიტენანტი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ნოდარ ხარშილაძეს და საქართველოს გაერთიანებული შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ დევი ჭანკოტაძეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ISAF–ის ოპერაციაში ქართული ქვედანაყოფების მონაწილეობის, მათი მზადყოფნის, მიღწევებისა და ამერიკის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრეს. გენერალ-ლეიტენანტმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მისიაში მონაწილეობისთვის. აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდალი ეროვნულ სასწავლო ცენტრში ”კრწანისი” 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს და ქართველ ინსტრუქტორებს შეხვდა და სიტყვით მიმართა. მან ISAF -ის მისიის მნიშვნელობაზე და ქართველი სამხედროების მიერ მისიაში შეტანილ წვლილზე ისაუბრა. 23-ე ბატალიონი ავღანეთში ნატოს ეგიდით წარმოებულ ISAF -ის ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად გადის მომზადებას. ქართველი სამხედროები, ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში, ჰელმანდის პროვინციაში შეასულებენ მისიას და იქ მყოფ 31-ე ბატალიონს ჩაანაცვლებენ.
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|