დღეს გამთენიისას, ნიჟნეგოროდსკის
ოლქში, მულინოს პოლიგონზე განაღმვითი სამუშაოებისას, ერთ-ერთი ჭურვი აფეთქდა. ამის
შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.
მომხდარის
შედეგად, დაიღუპა ექვსი და დაშავდა სამი სამხედრო მოსამახურე. ყველა მათგანი მეცხრე დივიზიის შემადგენლობაში ირიცხებოდა.
მომხდართან
დაკავშირებით, უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გამოძიების ვერსიით, დარღვეული იყო ფეთქებად ნივთიერებებთან მოპყრობის წესები.
შემთხვევის
ადგილზე, რუსეთის თავდაცვის უწყებამ უკვე გაგზავნა კომისია, რომელიც მომხდარის მიზეზებს დაადგენს.
Internet.ge