მოგადიშოს არაღიარებული ხელისუფლების სამხედრო სასამართლომ, 17 სომალელს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა,- იტყობინება BBC. მსჯავრდებულებს ბრალი ედებოდათ სამხედრო ბაზაზე
შეიარაღებულ თავდასხმაში, რომლის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ჯარისკაცი.
დაკავებულებმა თავდასხმა იმით გაამართლეს,
რომ მათ აქვთ იმ მიწის ფლობის უფლება, რომელზეც ბაზაა განთავსებული. მსჯავრდებულთა
განცხადებით, ეს ტერიტორია „მრავალი წლის განმავლობაში“ მათი ოჯახების საკუთრება იყო.
ექსპერტთა საზოგადოება სომალის
მიწას ხშირად აღწერს, როგორც „სტაბილურობის კუნძულს“, სადაც შიდა სამხედრო კონფლიქტები
არ ცხრება.
Internet.ge