საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი, სანამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზე ავღანეთიდან
სამხედრო კონტინგენტის ვადამდელ გამოყვანას მოითხოვს, ნატოში ქვეყნის როლზე უნდა დაფიქრდეს.
ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯეიმს თაუნსენდმა გაზეთ „ფიგაროსთან“ ინტერვიუში
განაცხადა.
„მან ეს პირობა წინასაარჩევნო კამპანიის
დროს დადო, - აღნიშნა თაუნსენდმა, - თუმცა, ვინც პრეზიდენტი ხდება, იმან თავისი პირობა
მოქმედებას უნდა შეუსაბამოს.“
ამერიკის თავდაცვის სამინისტროს
წარმომადგენლის თქმით, ავღანეთის მისია მთავარი თემა იქნება ნატოს სამიტზე, რომელიც
20-21 მაისს ჩიკაგოში გაიმართება.
„ჩვენ იქ ერთად მივედით და ერთადვე
უნდა წამოვიდეთ - ასეთი უნდა იყოს სამიტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზავნილი, რაზეც
აქამდე თანხმდებოდა როგორც ამერიკის, ისე საფრანგეთის წარმომადგენლობა,“ - დაამატა
თაუნსენდმა.
ავღანეთიდან ჯარის გამოყვანა ოლანდის
საარჩევნო დაპირებების ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი იყო. სამხედრო ექსპერტთა აზრით,
ავღანეთში განთავსებული 3,6 ათასი ფრანგი ჯარისკაცის გამოყვანას 12-18 თვე დასჭირდება.
internet.ge