რუსეთის
სამხედრო ბაზაზე აფხაზეთში, სწავლების ზაფხულის პერიოდისთვის სამზადისი დასრულდა.
მომზადების
პროცესში ფეთქებადსაშიში საგნებისგან გაიწმინდა სასწავლო-სავარჯიშო ტერიტორია
კომპლექს „წაბალსა“ და „ნაგვალოუში“, - დაახლოებით 12 ჰექტარ ტერიტორიაზე- იუწყება
„აპსნიპრესი“.
მომზადებულია
კომპიუტერული ტრენაჟორები ტანკ ტ-90-ისა და ბტრ-80-ებისთვის.
ასევე
ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს „შტურმ-ც“-სთვის.
ხელმძღვანელობა
განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ახალწვეულთა მომზადებას, რომლებთანაც სამხედრო
ფსიქოლოგები მუშაობენ და მეთაურებისთვის სხვადასხვა თანამდებობზე სამხედროების
დასანიშნად რეკომენდაციებს ამზადებენ.
Internet.ge