ყაზახეთში, სასაზღვრო პუნქტ „გორნისთან“,
ჩინეთის საზღვრის სიახლოვეს, სასაზღვრო ჯარების 15 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი
აღმოაჩინეს. მოკლულთა შორის არის ერთი ოფიცერი, 3 კონტრაქტორი და 11 ჯარისკაცი -
იუწყება „ტრენდი“.
სასაზღვრო მობილური პოსტი სამკურნალო
მცენარეების უანონოდ შეგროვების აღკვეთისთვის დადგეს. ამ საქმიანობისთვის ადრე
ჩინეთის მოქალაქეები რამდენჯერმე დააკავეს.
პოსტის სიახლოვეს ასევე აღმოჩენილია
მეტყევის გვამი. ის სავარაუდოდ, 2 დღის წინ მოკლეს.
„ინტერფაქსი“ კი იუწყება, რომ სასაზღვრო
პუნქტზე ხანძარი მოხდა და სწორედ ამის შემდეგ აღმოაჩინეს ცხედრებიც. ასევე,
დაკარგულია იარაღი.
მომხდარის მიზეზები დგინდება.
Internet.ge