„EUMM ყველა მხარეს მიმართავს, გადადგან პრაქტიკული ნაბიჯები ომის შედეგად დაზარალებული ტერიტორიების დარჩენილი ნაღმებისგან გასასუფთავებლად“, - აღნიშნულის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეთაურ ანდრეი ტუსკიევიცის პრეს სამსახურმა აცნობა.
პრეს სამსახურის ცნობით, მსგავსი
განცხადების გაკეთება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 3 ივნისს, გრემისხევში, ნაღმის აფეთქებას რეინჯერი ემსხვერპლა.
“ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ არაერთხელ დააყენა ადმინისტრაციულ საზღვრებზე განაღმვითი სამუშაოების ჩატარების საკითხი, რათა მოხდეს მსგავსი შემთხვევების პრევენცია. მისიის ხელმძღვანელი იმედს იტოვებს, რომ მომდევნო სხდომისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით საპასუხო მექანიზმები იქნება შემუშავებული, რათა გაუმჯობესდეს უსაფრთხოების პირობები ადგილობრივი მოსახლეობისთვის”,- ნათქვამია
სადამკვირვებლო მისიის მეთაურის განცხადებაში
გრემისხევი-ახალგორის საზღვართან გუშინ, მეტყევეების ავტომანქანა
რუსების მიერ დატოვებულ ნაღმზე აფეთქდა. დაშავდა 8 მოქალაქე.
შსს-ს ინფორმაციით, აფეთქება თავის დროზე რუსების მიერ დატოვებულმა ნაღმმა გამოიწვია.
internet.ge