ბოევიკებმა ლიბიის
დედაქალაქის აეროპორტის ოკუპირება მოახდინეს. ამის გამო სამგზავრო რეისები სამხედრო
აეროპორტში გადაამისამართეს, - იტყობინება ადგილობრივი მედია.
„სიტუაცია აეროპორტში
ძალიან დაძაბულია. შენობას ტანკებით ალყა აქვს შემორტყმული. შიგნით არავის უშვებენ,“
- განაცხადა ლიბიის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა.
ტრიპოლის სამხრეთ-აღმოსავლეთით
მდებარე ქალაქ ტარჰუნის შეიარაღებული დაჯგუფება მათი ერთ-ერთი ლიდერის გათავისუფლებას
მოითხოვს. ბოევიკების განცხადებით, მათი ლიდერი 2 დღის წინ გაუჩინარდა.
internet.ge