ნატოს
უკიდურესად აშფოთებს კონფლიქტები სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის,
სომხურ-აზერბაიჯანული, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი.
როგორც 1news.az იუწყება,
ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატოს გენშტაბის დიპლომატიის დეპარტამენტის
ხელმძღვანელმა მიშელ ოდურეიმ განუცხადა.
„ჩიკაგოს
სამიტის შედეგებით ნატომ დაადასტურა თავისი ერთგულება და პატივისცემა
აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის მიმართ. ნატოს არ სურს არასტაბილურობა
რეგიონში. მას პრობლემების გადაჭრა სურს. ჩვენ პირდაპირ ვერ ვერევით კონფლიქტის
დარეგულირებაში, რადგან ნატოს შიგნით ამ საკითხზე კონსენსუსი არ არსებობს, მაგრამ
ჩვენ მხარს ვუჭერთ კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით მინსკის ჯგუფის
ძალისხმევას“ - განაცხადა ოდურეიმ.
internet.ge