სომხეთში
განთავსებული რუსეთის 102-ე ბაზის სამხედრო მოსამსახურეებმა წლის დასაწყისიდან
დაახლოებით 300-ჯერ შეასრულეს ფრენა სხვადასხვა სასწავლო-საბრძოლო ამოცანების
შესასრულებლად. ამის შესახებ „ინტერფაქსს“ რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოქლის
პოლკოვნიკმა იგორ გორბულმა განუცხადა.
„ამ დროის
მანძილზე გამანადგურებლებმა მიგ-29-ებმა ეკიპაჟების მომზადების კუთხით 200-მდე
მანევრირებული სასწავლო საჰაერო ბრძოლა ჩაატარეს, უმრავლესობა მათგანი - ღამის
პირობებში“ - აღნიშნა გორბულმა.
მან
ასევე დააზუსტა, რომ მფრინავები რთული და უმაღლესი პილოტაჟის ტექნიკას ამუშავებენ.
internet.ge