სომხეთის
თავდაცვის მინისტრმა სეირან ოგანიანმა აზერბაიჯანის მოსაზღვრე სომხეთის ტაუშსკის
რაიონი მოინახულა და სასაზღვრო პუნქტებს ეწვია, რათა ბოლო პერიოდში გართულებული
სიტუაციიდან გამომდინარე ოპერატიულ ინფორმაციას გაცნობოდა, სამხედრო მოსამსახურეთა
საბრძოლო მზადყოფნა და დაცველი კონსტრუქციების სანდოობა შეემოწმებინა.
როგორც სააგენტო
„რეგნუმ“ წერს, ოგანიანმა სამუშაო თათბირი ჩაატარა სამხედრო მეთაურებთან, ასევე
შეხვდა სასაზღვრო ზოლში მცხოვრებ მოსახლეობას და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ
„აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ მოწყობილი არცერთი პროვოკაცია პასუხის
გარეშე არ დარჩება და სომხეთის შეიარაღებული ძალები შესაბამის ზომებს მიიღებენ“.
თავდაცვის
მინისტრის აზრით, სწორედ სომხეთის არმიის საბრძოლო სულისკვეთებისა და საზღვარზე
ძალთა ბალანსის დამსახურებაა ის, რომ „დივერსიული ქმედებების ჩამდენ მოწინააღმდეგე
მხარეს მსხვერპლი იყო“ და აზერბაიჯანელი სამხედროები „გაიქცნენ ბრძოლის ველიდან“.
internet.ge