მთიანი
ყარაბაღის მოწინავე ხაზზე დისლოცირებულმა ქვედანაყოფებმა გასულ კვირაში
აზერბაიჯანული არმიის ყველა სადაზვერვო-დივერსიული ქმედება აღკვეთეს - იუწყება
„ნოვოსტი-არმენია“ ყარაბაღის თავდაცვის არმიის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
„მოწინააღმდეგემ
დიდი დანაკარგები განიცადა“ - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. ასევე
საუბარია, რომ აზერბაიჯანული მხარე „დივერსიების განხორციელებისას უპილოტო საფრენ
აპარატებს იყენებდა“.
სომხეთის
მმართველი რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის მოადგილის რაზმიკ ზოგრაბიანის
განაცხადებით, თუკი აზერბაიჯანი მაინც დაიწყებს ომს, „სომხეთი საკითხს რადიკალურად
გადაწყვეტს“.
internet.ge