მთიანი
ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ნაციონალურმა კრებამ განცხადება გაავრცელა,
რომელშიც ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის „პროვოკაციები“ რეგიონში არასტაბილურობის
შექმნას ისახავს მიზნად.
დოკუმენტში
ასევე საუბარია, რომ დაპირისპირებული
მხარეების ურთიერთშეხების ზონაში დაძაბულობა ძლიერდება.
„მოწინააღმდეგე
აგრძელებს დივერსიულ ქმედებებს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართაც და ამ ყოველივეს
ახორციელებს ქვეყანა, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრია“ - ნათქვამია
განცხადებაში და ხაზგასმულია, რომ ყარაბაღელი ხალხი მტკიცეა „ქვეყნის ტერიტორიული
მთლიანობისა და დამოუკიდებლობის დაცვის საქმეში“.
internet.ge