2012 წლის განმავლობაში, აფხაზეთში განთავსებული რუსეთის
სამხედრო ბაზა ჯარების გადაიარაღების პროგრამის ფარგლებში უახლესი სპეცტექნიკით
შეივსება.
მაისის თვეში სამხედრო მეკავშირეებმა შეიარაღებაში 10 თანამედროვე საშტაბო-სამეთაურო მანქანა Р-149МА1 (УКШМ Р-149МА1) მიიღეს.
„აპსნიპრესის“
ცნობით უახლესი ტექნოლოგიები სასწავლო ამოცანების შესრულებისას სასწავლო-საბრძოლო
გარემოს შექმნის შესაძლებლობას იძლევა.
უნიკალური
აპარატურის „Азимут“ УКШМ
Р-149МА1-ის საშუალებით კი საკუთარი ადგილმდებარეობის კოორდინატების
ავტომატურად განსაზღვრაა შესაძლებელი.
internet.ge