ეუთო სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ურთიერთშეხების ხაზზე -
ფიზულინსკის რაიონის სოგელ გორაძის სიახლოვეს მონიტორინგს ჩაატარებს, რომელიც
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ფაქტებს შეისწავლის. ამის შესახებ
აზერბაიჯანული გამოცემები თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყებიან.
აზერბაიჯანული მხარიდან
მონიტორინგს ჩაატარებენ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის წარმომადგენლის თანაშემწეები
იჟი აბერლე და უილიამ პრაიორი. სომხური მხრიდან კი ასევე ეუთოს თავმჯდომარის წარმომადგენლის
თანაშემწეები ხრისტო ხრისტოვი და ანტალ ხერდიჩი.
თუ მონიტორინგი შედგა,
მისმა შედეგებმა ნათელი უნდა მოჰფინოს, რეალურად რა ხდება დაპირისპირების ხაზზე,
რადგან მხარეები მუდმივ დეზინფორმაციაზე საუბრობენ და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის
დარღვევაში მხოლოდ ერთმანეთს ადანაშაულებენ.
internet.ge