რუსეთის მიერ კასპიის
ზღვაში დაწყებულ სამხედრო სწავლებას აზერბაიჯანელი ექსპერტი კასპიის აუზის
ქვეყნებისადმი მიმართულ მოსკოვის გზავნილს უწოდებს.
როგორც „სამა-ნიუსი“
იუწყება, აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი ზარდუშტ ალიზადე აცხადებს, რომ: „მოცემულ მომენტში მთელი გეოპოლიტიკური და
იმპერიალისტური პოლიტიკა ატნიტერორისტული და ანტიდივერსიული საფარითაა მოცული.
რუსეთი კასპიის ზღვაში თავის ძალას აჩვენებს. ეს გზავნილია კასპიის აუზის
ქვეყნებისთვის“ - განაცხადა ალიზადემ.
კასპიის ზღვაში რუსეთმა
18 ივნისს მასშტაბური სამხედრო-საზღვაო სწავლება დაიწყო. მასში სხვადასხვა ტიპის
15 გემი და 300 მეზღვაური მონაწილეობს.
სწავლების მთავარი
მიზანი, სხვადასხვა სიტუაციებში კასპიის ფლოტის მანევრირების შესაძლებლობების
შემოწმებაა.
Internet.ge