2014 წლისთვის რუსეთის
სამხრეთით ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სპეციალური დაჯგუფება განთავსდება. ამის
მიზეზად სოჭის ოლიმპიადა სახელდება. როგორც სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა
ანდრეი იუდინმა „ინტერფაქსს“ განუცხადა, სპეცდაჯგუფებაში შევლენ საზენიტო სარაკეტო
კომპლექსები და მცირე სიშორის კომპლექსები.
„ანტოსაჰაერო თავდაცვის
სპეცდაჯგუფება ყველა სიმაღლეზე უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, მათ შორის, შავი ზღვის
აკვატორიაში,“ -
განაცხადა იუდინმა. მან აღნიშნა, რომ ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა კავკასიაში
„ძალიან საიმედოა და უზრუნველყოფს უსაფრთხოებას“.
2012 წლის მარტში
გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რამოდენიმე ЗРК С-300В4 შეიძინა, რომელთაგანაც სამი სამხრეთის სამხედრო
ოლქში უნდა განთავსდეს.
გარდა ამისა,
რუსეთის შავი ზღვის ფლოტმაც უნდა მიიღოს ახალი საზენიტო სარაკეტო კომპელქსები.
ამ
დროისათვის რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო-საჰაერო და ანტისაჰაერო
თავდაცვის ძალებს შეიარაღებაში აქვთ
კომპლექსები С-300ПС, С-300ПМ, "Бук-М1", ასევე ბომბდამშენები Су-24,
მოიერეიშე Су-25СМ, გამანადგურებელი Су-27СМ3 и МиГ-29, ასევე ვერტმფრენები Ми-8,
Ми-24 и Ми-28.
Internet.ge