GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სამხედრო
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სამხედრო უნივერსიტეტის კადეტებმა სამთო მომზადების საბაზისო კურსი დაასრულეს
13:47 26.06.2012
დღის სიახლეები

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო უნივერსიტეტის კადეტებმა ზაფხულის სამთო მომზადების საბაზისო კურსი დაასრულეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნების დასრულების საზეიმო ცერემონია საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ბაზაზე გაიმართა. ამერიკელ კადეტებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.

სამხედრო უნივერსიტეტის 28 კადეტი სამთო მომზადების სკოლაში  ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი  თანამშრომლობის ფარგლებში იმყოფებოდა. ზაფხულის სამთო მომზადების საბაზისო კურსი 4 ივნისს დაიწყო და 23 ივნისს დასრულდა. 3 კვირის განმავლობაში კადეტები სამთო-ტექნიკურ უნარ-ჩვევებს ეუფლებოდნენ.

სკოლის ინსტრუქტორებმა მომავალ სამხედროებს მთაში და მაღალ მთაში გადაადგილების, მდინარეებისა და ხეობების გადალახვის ტექნიკა შეასწავლეს. ისინი პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენისა და ევაკუაციას ტექნიკურ მეთოდებსაც გაეცნენ.

კურსის ფარგლებში კადეტებმა, ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით, ტექნიკური ცოცვა და სხვადასხვა სირთულის სიმაღლეებიდან დაშვებაც განახორციელეს.

კურსის დასრულების საზეიმო ცერემონიას შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეები პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი, ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე, საქართველოში ნატოს სამოკავშირეო ოფისის და დიპლომატიური კორპუსის  წარმომადგენლები დაესწრნენ.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბოკერია და უგულავა პარტიას „ევროპული საქართველო“ უერთდებიან1
პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ2
დავით საყვარელიძე: პირველი რაც ივანიშვილმა გააკეთა არის ის, რომ 80 მილიონი უკან დაიბრუნა3
კახეთში მომხდარ ავარიას 30 წლის ქალბატონი ემსხვერპლა4
პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ბიძინა ივანიშვილს ელოდებიან5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X