თურქეთი
სირიის საზღვართან საზენიტო შეიარაღებას ათავსებს - იუწყება რადიო თავისუფლება.
სხვადასხვა
ინფორმაციით, უკვე განთავსებულია რამდენიმე საზენიტო და სარაკეტო დანადგარი.
გარდა ამისა,
რამდენიმე ერთეული ტექნიკა განათავსეს ქალაქ რეიხანლში. ჯავშანტექნიკა გაიგზავნა
შანლიურფუშიც.
თურქული
მედიის ინფორმაციით, სასაზღვრო ზონაში იმყოფება მექანიზირებული ბრიგადის 30
მანქანისგან შემდგარი კოლონა.
აღნიშნული
ზომები მას შემდეგ მიიღეს, რაც სირიამ თურქული თვითმფრინავი ჩამოაგდო. თურქეთმა
განაცხადა, რომ არ სურს ომი და პრობლემას დიპლომატიური გზით მოაგვარებს. თუმცა
ანკარა „სხვა ზომებითაც“ დაიმუქრა.
Internet.ge