რუსეთმა
სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,
მორიგი ანტიტერორისტული წვრთნა ჩაატარა. სწავლება მაიკოპის რაიონსა და კრასნოდარის
მხარის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა და ტერორისტული ჯგუფის განადგურებას, ასევე
რეგიონის სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსზე თავდასხმისა და დივერსიების აღკვეთას
ისახავდა მიზნად.
სწავლების
სცენარის მიხედვით, შტაბი, სოჭის ოლიმპიადის დროს მოსლოდნელი ტერაქტის შესახებ
ინფორმაციას იღებს. პარალელურად კი ბანდა თავს ესხმის პოლიციის განყოფილებას და
ნავთობბაზას, ადიღეაში აფეთქებს კომპრესორის სადგურს, სხვა ობიექტზე კი მძევლები
აჰყავს.
საპასუხოდ,
ანტიტერორისტული ჯგუფი ორივე დაჯგუფების წინააღმდეგ შტურმს იწყებს. მათი
გაუვნებელყოფისთანავე კი დაზიანებული ობიექტების აღდგენა ხდება.
სამხედრო მეთაურები სწავლების რეჟიმში დასახული ამოცანის შესრულებით კმაყოფილები
დარჩნენ.
სოჭის ოლიმპიადასთან
დაკავშირებული ანტიტერორისტული წვრთნები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე
პერიოდულად ტარდება. ყველაზე მასშტაბური სწავლება შარშან გაიმართა, რომელშიც
შსს-ს, „ფსბ“-სა და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 6 ათასამდე თანამშრომელი
მონაწილეობდა.
internet.ge