სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება
რუსეთთან სრულად უზრუნველყოფს სომხეთის უსაფრთხოებას რეგიონალური დაპირისპირების
შემთხვევაში - განაცხადა სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სეირან ოგანიანმა.
მან ასევე
აღნიშნა, რომ ორმხრივი ფორმატის ფარგლებში თანამშრომლობის გარდა, სომხეთი აქტიურად
მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებსა და
ორგანიზაციებში.
„ყველა შეთანხმება მიზანმიმართულია ჩვენი ქვეყნის
უსაფრთხოების განმტკიცებაზე. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს აქტიური თანამშრომლობა
ეუთოს და ნატოს სისტემებთან“ - განაცხადა ოგანიანმა.
internet.ge