ისლამაბადმა ნატო-ს
ჯარისკაცებს ავღანეთში ტვირთის ტრანზიტისთვის საზღვრები კვლავ გაუხსნა.
ამასთანავე, პაკისტანი მსგავსი საქონლის გატარებისთვის არანაირ საფასურს არ
მიიღებს.
ისლამაბადის მზადყოფნის
შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა პაკისტანელ კოლეგასთან
სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა. მანამდე არაბული ქვეყნის პრემიერმა აღიარა,
რომ ტვირთის ტრანზიტის ბლოკირებამ, რომელმაც 7 თვეს გასტანა, უარყოფითად იმოქმედა
პაკისტანისა და ნატო-ს წევრ თუ მომხრე სახელმწიფოებთან ურთიერთობაზე.
ვაშინგტონსა და
ისლამაბადს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც გასული წლის ნოემბერში
კოალიციის ჯარებმა შეცდომით დაარტყეს ავღანეთის საზღვართან განთავსებულ პაკისტანურ
ბლოკპოსტებს. ამ თავდასხმის შედეგად 24 პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შემდეგ ისლამაბადმა ნატო-ს ძალებს ქვეყნის ტერიტორიაზე ტვირთის ტრანზიტი აუკრძალა.
internet.ge