ირანი აშშ-ს
ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ბაზებისა და ისრაელის ტერიტორიაზე სტრატეგიული
სამიზნეების რამდენიმე წუთში განადგურებით დაემუქრა, თუკი მოკავშირეები მასზე
შეტევას განახორციელებენ.
ამის შესახებ
დღეს ირანული მედია იუწყება, რომელიც დასძენს, რომ ისლამის რევოლუციის მცველთა
კორპუსმა ბალისტიკური რაკეტების გაშვების ვადა გააგრძელა.
„ეს
(ამერიკული) ბაზები ჩვენი რაკეტების მოქმედების დიაპაზონში ხვდებიან. გარდა ამისა,
ოკუპირებული ტერიტორიები (ისრაელი) ასევე კარგი სამიზნეა ჩვენთვის“ - განაცხადა
რევოლუციური გვარდიის აეროკოსმოსური ქვედანაყოფის მეთაურმა ალი გაჯი-ზადემ.
მისი თქმით, ირანის ბალისტიკური რაკეტები აშშ-ის შეიარაღებული ძალების 35 ბაზას
მისწვდებიან.
ირანული
მხარის ინფორმაციით, ყველაზე საუკეთესო რაკეტას, რომელიც აიათოლას რეჟიმს აქვს,
შეუძლია, სამიზნე 2000 კილომეტრში გაანადგუროს.
internet.ge