სირიის
სამხედრო ფლოტმა ზღვის მხრიდან შეტევა მოიგერია. სამხედრო წვრთნაში საბრძოლო
გემები და ვერტმფრენები მონაწილეობენ, რომლებიც რაკეტებს ისვრიან.
ფლოტი
ზღვიდან შეტევის მოსაგერიებლად ემზადება. მანევრებს ესწრებოდა თავდაცვის მინისტრი
და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. როგორც უცხოური მედია იუწყება, წრთვნა
ტარდება სახმელეთო, სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალებში, რაც რამდენიმე
დღეს გაგრძელდება.
პარალელურად, ლონდონში ბაზირებული „ადამიანის
უფლებათა დაცვის მონიტორინგის სირიის ცენტრის“ მონაცემებით, ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობამ
კონფლიქტის დაწყების დღიდან უკვე 17 ათასს გადააჭარბა. აქედან 12 ათასი
მშვიდობიანი, სამოქალაქო მოსახლეობაა. სამთავრობო და ოპოზიციური ძალების
დაპირისპირების შედეგად დევნილად იქცა 230 ათასი ადამიანი, მილიონს კი
ჰუმანიტიარული დახმარება ესაჭიროება.
internet.ge