GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სამხედრო
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რუსეთი სირიის პორტში სამხედრო გემებს გზავნის
16:20 10.07.2012
დღის სიახლეები

რუსეთი სირიის პორტში სამხედრო გემებს გზავნის, თუმცა, როგორც ჩრდილოეთ ფლოტის სარდლობა აცხადებს, გემების ტარტუსის პორტში შესვლა სირიასთან დაკავშირებულ დაძაბულობას არ უკავშირდება. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გემებმა საწვავისა და საკვების მარაგი უნდა შეივსონ. ისინი უკვე გაემართნენ ხმელთაშუა ზღვისკენ.

საუბარია გემ „ადმირალ ცაბანენკოზე“ და კიდევ სამ სადესანტო ხომალდზე, რომელზეც საზღვაო ფეხოსნები იმყოფებიან, ბალტიის ფლოტის საყარაულო გემ „იაროსლავ მუდრი“-ზე და კიდევ რამდენიმე დამხმარე გემზე.

შემადგენლობა საკმაოდ დიდია, თუმცა ფლოტის ხელმძღვანელობაში ამბობენ, რომ ეს სირიის პორტში განთავსებულ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე გეგმიური შესვლაა.
იმავდროულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი სირიის სანაპიროებთან სამხედრო წვრთნის ჩატარებას გეგმავს.

რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის ხომალდების დაჯგუფება ხმელთაშუა ზღვაში მასშტაბური სამხედრო წვრთნისთვის ემზადება. გემებზე იმყოფება ჩრდილოეთ ფლოტის 61-ე პოლკის საზღვაო ფეხოსანთა შემადგენლობა. საწავლებაში ჩართულნი იქნება ბალტიის ფლოტიც. გემები ერთმანეთს სირიის ნაპირის სიახლოვეს შეხვდებიან და შსაძლოა, ტარტუს პორტშიც შევიდნენ - იუწყებიან რუსული გამოცემები.

როგორც ცნობილია, ამჟამად ხმელთაშუა ზღვაში იმყოფება ნატოს სამი ხომალდი - თურქეთის, საფრანგეთისა და გერმანიის. გერმანელმა ადმირალმა ტორსტენ კეხლერმა კი ამ გემების გამგზავრებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ნატო ვერ აიტანს ტერორიზმის ხმელთაშუა ზღვაში გავრცელებას. ტერორიზმი არ მომკვდარა და ჩვენ აქ ვართ, რათა ვაიძულოთ მათ, ნატოს გზავნილი გაიგონ“.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
აქციის მონაწილეები ახალაიას გადადგომის ფაქტს ოვაციებით შეხვდნენ1
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები პოლონეთის ძლევის შემდეგ ნორვეგიას შეებრძოლება2
ახლადგახსნილ ეგვიპტური ტელეკომპანიაში ქალები „სახის გარეშე“ მუშაობენ (VIDEO)3
კახა კალაძე განცხადებას ავრცელებს4
მცხეთაში ფოტოგამოფენა “ქრისტიანული ხელოვნების საგანძური” გაიმართა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X