სირიაში
სამთავრობო ძალებს საწყობებიდან ქიმიური იარაღი გააქვთ - ამის შესახებ The Wall
Street Journal ამერიკულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც
გაზეთი წერს, სირიას აქვს ზარინი, იპრიტი და ციანიდი.
აშშ-ის
ადმინისტრაციაში აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით თათბირი მიმდინარეობს.
ჯერჯერობით უცნობია, სად მიაქვთ სამხედროებს ეს საშიში ნივთიერებები.
ამასთან,
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა უკვე განაცხადა, რომ ასადის მთავრობას
პასუხისმგებლობა დაეკისრება, თუკი ქიმიური იარაღის შესაბამისად შენახვის პირობებს
არ უზრუნველყოფს.
ერთ-ერთი
ამერიკელი ჩინოვნიკის აზრით, ასადი ცდილობს, ეს იარაღი მის მოწინააღმდეგეს არ ჩაუვარდეს
ხელში. მეორე ვერსიით კი იარაღს დასავლეთის დაზვერვას უმალავენ. თუმცა ამერიკა
შიშობს, რომ დამასკომ ქიმიური იარაღი შესაძლოა მეამბოხეებისა და მშვიდობიანი
მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენოს.
internet.ge