სირიაში, 200 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა სამთავრობო ძალების ქმედებას. ინციდენტი ჰამას პროვინციის ერთ–ერთ სოფელში
მოხდა.
აქტივისტებისა და თვითმხილველთა
განცხადებით,
სამხედროებმა
სოფელი ტრეიმზა ტანკებით და შვეულმფრენებით აიღეს.
სამთავრობო მედიის ინფორმაციით, სამთავრობო ძალებმა ტრეიმზაში შეიარაღებულ დაჯგუფებაზე მიიტანეს იერიში. დამასკო მომხდარზე პასუხიმსგებლობას ტერორისტებს აკისრებს.
ინციდენტი წინ უძღვის გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე გამართულ დებატებს, რომელზეც მკაცრად დააყენეს საკითხი სირიისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. სანქციები იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ მთავრობა მშვიდობიანი მოსახლეობისა და ოპოზიციის წინააღმდეგ მძიმე ტექნიკის გამოყენებას გააგრძელებს.
internet.ge