სირიის
რეჟიმმა ჯავშანტექნიკის რამდენიმე კოლონა გაგზავნა დამასკოს სამხრეთ რაიონებში,
სადაც ბოლო დღეებში სამთავრობო ძალებსა და ამბოხებულთა შორის სასტიკი ბრძოლები
მიმდინარეობს, - იუწყება „როიტერი“.
„ფრანს-პრესის“ ცნობით კი, კვარტლები, სადაც ოპოზიციაა განთავსებული,
ნაღმმტყორცნების გამოყენებით ინტენსიური ცეცხლის ქვეშაა მოქცეული.
თვითმხილველები
იუწყებიან, რომ მთელს ქალაქში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის. ასობით მეამბოხემ კი წუხელ კოორდინირებული შეტევა
დაიწყო მას შემდეგ, რაც სამთავრობო ძალებმა დამასკოს გარეუბნებში მათი
წინააღმდეგობა ჩაახშო.
ბოლო
დღეებში სირიაში განვითარებული მოვლენები ქვეყანაში შეიარაღებული კონფლიქტის
დაწყების დღიდან ყველაზე სისხლიან შეტაკებებად ითვლება.
internet.ge