უკვე
მესამე დღეა, დამასკოს რაიონებში სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს სამთავრობო
არმიასა და მეამბოხეებს შორის. მიმომხილველთა თქმით, ეს სირიაში მიმდინარე
17-თვიანი კონფლიქტის მანძილზე ყველაზე სასტიკი შეტაკებებია.
ოპოზიციის
წარმომადგენელთა ცნობით, მათ ბაშარ ასადის 200 სამხედროს დაჭრა შეძლეს.
სირიის
დედაქალაქის სხვადასხვა რაიონებში სამთავრობო არმია ტანკების გამოყენებით იბრძვის.
ამასთან, ოპოზიცია იუწყება, რომ ჩამოაგდეს ასადის არმიის საბრძოლო ვერტმფრენი.
ვერტმფრენებიდან მათ თითქმის შეუჩერებლად ესვრიან, თუმცა იმის გამო, რომ დაბალ
სიმაღლეზე დაფრინავენ, ოპოზიციის სნაიპერებისთვის კარგი სამიზნეები არიან.
ამავე
ინფორმაციის თანახმად ასადის ათასობით ჯარისკაცი მეამბოხეებს მთელს ქალაქში
დაეძებს. მოსახლეობა კი გარბის, რადგან დამასკოში გაჩერება უკვე წარმოუდგენელია.
Internet.ge