აშშ-მა ავღანეთიდან სამხედროების
გაყვანის 2012 წლის გეგმა ნაწილობრივ უკვე შეასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ 23
ათასი სამხედროდან, ნახევარი, კერძოდ კი 12 ათასი, უკვე გაყვანილია. ამის შესახებ
„ასოშეიტედ პრესს“ ავღანეთში ნატოს ჯარების მეთაურმა ჯონ ალენმა განუცხადა.
სრულად, ავღანეთიდან
ჯარების გასვლა 30 სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს. ამის შემდეგ ქვეყანაში დარჩება
68 ათასი ამერიკელი სამხედრო და მათ გარდა, 40 ათასი - საერთაშორისო კოალიციიდან.
ნატოს მისია ავღანეთში 2014
წლის ბოლოსათვის უნდა დასრულდეს, თუმცა ალენის თქმით, ამის შემდეგაც, აშშ და ნატოს
ქვეყნები, სავარაუდოდ, დარჩებიან ავღანეთში. ჯერჯერობით უცნობია, რა კონტინგენტი
დარჩება ავღანეთში 2014 წლის შემდეგ და რა იქნება მათი ფუნქცია.
Internet.ge