ალეპოში უკვე ომია. ქალაქს
სამთავრობო ავიაცია ბომბავს. როგორც BBC-ს კორესპონდენტი იუწყება, გამოყენებულია თვითმფრინავ-გამანადგურებლები,
რათა მემბოხეები, რომლებმაც ქალაქის დიდი ნაწილი დაიკავეს, განდევნონ და
გაანადგურონ.
ეს, თითქმის, სრულმასშტაბიანი
ომია. ბაშარ ასადის ჯარები სარაკეტო და საარტილერიო ცეცხლს უხსნიან მეამბოხეებს და
ვერტმფრენებიდან ტყვიამფრქვევებით ისვრიან.
Internet.ge