სულ მცირე 142 ადამიანი,
მათ შორის 73 მშვიდობიანი მოქალაქე, 41 სამხედრო და 27 მეამბოხე დაიღუპა სირიის
ქალაქ ალეპოში სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის მიმდინარე ბრძოლებში.
17 თვის განმავლობაში პირველად,
ასადის რეჟიმი ავიაციას იყენებს, რათა სარაკეტო დარტყმები მიაყენოს ოპოზიციას.
სასტიკი ბრძოლები
მიმდინარეობს უნივერსიტეტისა და მერიის რაიონებში ქალაქის ძველ ნაწილში, სადაც დამატებითი
ძალებიც გადაისროლეს.
გამწვავებული სიტუაციის
გამო ქვეყანას ტოვებს გაეროს დამკვირვებელთა მისია.
დასავლური მედია იუწყება, რომ 18 ივლისს დამასკოში მომხდარი ტერაქტის შემდეგ,
რომელაც მაღალჩინოსანი ძალოვნები იმსხვერპლა, ასადის მთავრობა მალევე აღდგა. მან
ახალი გუნდი დააკომპლექტა, რომელშიც
მთავარი როლი საკუთარ ძმას, გენერალ მახერ ასადს დააკისრა.
Internet.ge