უცხოური მედიის ცნობით
სირიის ჯარებმა ქალაქ ალეპოში ბოევიკების მიერ დაკავებული რაიონების გათავისუფლება
დაიწყეს. ალეპოში მიმდინარე ბრძოლები ერთ-ერთი მასშტაბური და სერიოზული ბრძოლებია
სირიაში მიმდინარე კონფლიქტის პერიოდში.
სირიული სააგენტო „სანა“
იუწყება, რომ წმენდის ოპერაცია უკვე დაიწყო. ასევე ითქვა, რომ მაემბოხეების
საშველად დაქირავებულთა რაზმები მიემართებიან, რომლებიც სირია-თურქეთის სასაზღვრო
რაიონებში არიან ბაზირებულები.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაშარ ასადისგან მოითხოვა, თავი შეიკავოს
ალეპოზე შტურმისგან, გადადოს ქალაქზე თავდასხმა და შეაჩეროს ძალადობა.
ამ ინფორმაციის ფონზე
ვრცელდება ცნობები იმის შესახებაც, რომ სირიის თავისუფალი არმიისა
წარმომადგენლებმა ასადის 150 მებრძოლი და ალავიტური მილიციის თანამშრომელი ტყვედ აიყვანეს.
Internet.ge