ცხინვალის სეპარატისტული
რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა გაფართოებული თათბირი ჩაატარა და მკაცრად
მოითხოვა „კგბ“-სა და სხვა სამართალდამცავი ორგანოებისგან, აღკვეთონ მოსახლეობაში
გავრცელებული ჭორები მოსალოდნელი ომისა და მისი პოსტიდან გადადგომის შესახებ.
თიბილოვის თქმით,
ცხინვალში არიან ადამიანები, რომლებიც აქტიურად საუბრობენ მოსალოდნელ ომზე,
თარიღსაც კი ასახელებენ. ასევე ამბობენ, რომ ე.წ. პრეზიდენტი სექტემბერ-ოქტომბერში
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პოსტს დატოვებს.
თიბილოვმა განაცხადა, რომ
არც ომი და არც მისი გადადგომა არ იგეგმება და სამართალდამცავ ორგანოებს ამ ხმების
წინააღმდეგ მუშაობა დაავალა:
„თქვენ გაქვთ საკმარისი
ძალა ამისათვის, რომ ეს აღკვეთოთ. არ არის საჭირო მოსახლეობის აღელვება.
პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციური ვადა - 5 წელი და ჩვენ ჩვენი ხალხის სასიკეთოდ ვიმუშავებთ“
- განაცხადა თიბილოვმა.
internet.ge