რუსეთის ჩრდილოეთის
ფლოტის სამხედრო გემები შავ ზღვაში შევლენ და
ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე განთავსდებიან - იუწყება რუსეთის თავდაცვის
სამინისტროს საიტი.
გემების გადაადგილების
შესახებ ინფორმირებულია თურქული მხარე.
სამინისტრო აცხადებს, რომ
„ბოსფორ-დარდანელის სრუტეების გავლა ჩრდილოეთის ფლოტის საბრძოლო გემების - „ალექსანდრ
ოტრაკოვსკის“, „გიორგი პობედონოსეც“-ისა და „კონდოპოგას“ მიერ, სრულიად
შეესაბამება წესს, რომელიც მონტრეს კონვენციით არის განსაზღვრული“.
ამასთან, ნოვოროსიისკის
სამხედრო-საზღვაო ბაზაზე გადაადგილების მიზნად სახელდება შორეული ნაოსნობა, რომლის
წინაც ჩრდილოეთ ფლოტის გემებმა პროდუქტებისა და საწვავის მარაგი უნდა შეივსონ.
Internet.ge